კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა 19 ივლისს ჩატარდება!

კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა 19  ივლისს ჩატარდება!


გამოცდის ჩატარების ადგილი:


 სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი  (მისამართი: თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ). ზუსტი ადგილმდებარეობა იხილეთ ბმულზე: https://naec.ge/uploads/postData/EEG-2019/map/Tbilisi-175-a.png

მისაღები გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

ტესტირებაზე რეგისტრაცია - 09:00 საათიდან დაიწყება;

ტესტირება დაიწყება: 10:00 საათზე.

 

რეგისტრაციის გასავლელად მოსწავლეები საგამოცდო ცენტრთან 09:00 საათზე უნდა გამოცხადდნენ და თან იქონიონ სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შესაძლებელია პასპორტი ან ID ბარათი). 

 

გამოცდაზე მოსწავლემ თან უნდა იქონიოს:

· საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის, სასურველია, წყალი (პლასტმასის ბოთლით).

· აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი  ( ან აიდი ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა).  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სკოლა უფლებას იტოვებს, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის.

 

ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.

ტესტის სტრუქტურა:

·       ტესტი  შედგება 25 დახურულბოლოიანი ამოცანისგან.

·       19 ამოცანა -  6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება 2 ქულით

·       6 ამოცანა -  6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხები, ამოცანების მიხედვით,  შეფასდება 2,1 ქულით, 2,2 ქულით, 2,3 ქულით, 2,4 ქულით, 2,5 ქულით და 2,6 ქულით (მითითებული იქნება ტესტში).  

· ტესტის მაქსიმალური ქულაა 52,1.

გამოცდაზე ქცევის წესების სანახავად გადადით ბმულზე

მე-7 კლასში მისაღები გამოცდით სკოლაში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 126  მოსწავლე. 

აგრეთვე, ის მოსწავლე, რომლის ქულაც დაემთხვევა რეიტინგით 126- მოსწავლის შედეგს

 

მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:

·       მოსწავლეს, რომელმაც დაძლია მე-6 კლასი.

·       გამოცდაზე არ დაიშვება  მოსწავლე, რომელმაც  2024-2025  სასწავლო წელს დაძლია მე-7 კლასი.

 

გაითვალისწინეთ, 14 ივლისს სრულდება მე-7 კლასის მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია. გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია სავალდებულოა ყველა მოსწავლისთვის, მათ შორის, კომაროვის სკოლის შაბათის სკოლის მოსწავლეებისთვისაც.

რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 

 2-396-796 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე:  gamocdebi@komarovi.edu.ge

 


 

 კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!

 


ზემოთ